ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩიეს


ავტორი
Front News საქართველო
ცესკოს ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელზეც თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. ეს თანამდებობა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილმა გიორგი სიორიძემ დაიკავა.
ამასთან, სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, დამტკიცდა საარჩევნო გრაფიკი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეიდან გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ თანამდებობაზე 6 თვე იქნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.
თაგები:
ცესკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა