ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციისა და დუშეთს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ.ნ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 2 581 საბრძოლო ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევი.
სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: გამომშრალი „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება და 6 ძირი მცენარე „კანაფი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
უკანონო იარაღი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს