
ავტორი
Front News საქართველო
“წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წიაღის ეროვნული სააგენტოს სახელის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განსახილველად გაიტანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დანელიამ.
მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც თვისობრივად ცვლის სააგენტოს ფუნქციონირებას, ასევე იცვლება მისი სახლწოდებაც და ის საქმიანობას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით გააგრძელებს. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება კანონებში: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში “, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში. ასევე შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.
კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა.
თაგები:
ოთარ დანელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს