Logo

“წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გარკვეული საკითხები საჭიროებს დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს”

საზოგადოება
982
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით კიდევ ერთი პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა. 

მისივე თქმით, ბევრი მიმართულებით არის წინსვლა, თუმცა დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.

"გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს. იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები გასაგრძელებელია, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს დაგეგმილი საერთო შეხვედრა აღარ გაიმართება და დიალოგი მომდევნო პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი 16 მარტს იგეგმება.

თაგები:

Advertisement