წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ავტორი
Front News საქართველო
ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს, 14:00-დან 22:00 საათამდე, წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, გადაადგილება სრულად შეიზღუდება წინამძღვრიშვილისა და მოსე გოგიბერიძის ქუჩების კვეთიდან წინამძღვრიშვილისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ივანე ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლევ ტოლსტოის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედანზე მარცხნივ მოხვევით.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა




