
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვერიკო კვირკველიამ და ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრებმა, მორიგი შეხვედრები ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს.
მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლესა – ტურაულის დამაკავშირებელ გზას და თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლას, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი; ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რეაბილიტირდა კულტურის სახლი, ე.წ. კორეის უბანში ვიწყებთ შიდა გზის მოწყობას. ახალგაზრდების სურვილია, რომ ლესისა და ჭინათის ცენტრში მოეწყოს სპორტული მოედანი და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ თითოეულ შეხვედრაზე ადგილობრივები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და მშვიდობაზე აკეთებენ აქცენტს. მადლობა მათ, რომ უჭერენ მხარს ლანჩხუთის წინსვლას და განვითარებას!“ – განაცხადა “ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსმა, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს