Logo

“წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები”

საზოგადოება
1100
Frontnews image description

მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯში, "მთავარის" გადამღებ ჯგუფსა და ივერ მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ 4 მაისს, 6 ათასი გარეჯელი ბერის ხსენება იყო და ტიპიკონის მიხედვით, ტრაპეზზე აუცილებელია სასულიერო პირებმა ღვინოც დალიონ. 

მისივე განაცხადებით, ხვალ, 6 მაისს, გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებსა და მონასტრებში აუცილებლად იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მათ შორის თავადაც, რადგან რომ არ დალიონ, ეს კანონის დარღვევა იქნება. 

"ამ სასულიერო პირებმა უბრალოდ მიმართეს ამ ივერი მელაშვილს, რომ იქ არ ჩაწერონ ინტერვიუ, ამას მოჰყვა დაპირისპირება, ფიზიკური შეხება. მე ყოველგვარ ფიზიკურ დაპირისპირებას ვემიჯნები რა თქმა უნდა, თუმცაღა აზრის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს და მათ მოითხოვეს, რომ ეს ადამიანი (მელაშვილი) იქ არ ყოფილიყო. კადრებში ჩანს, რომ კამერა დაზიანდა, ოპერატორს ხელი კრეს, დაახლოებით ამაზეა საუბარი. ის გოგონა (ჟურნალისტი) ამბობს, რომ ფეხებში მირტყამდნენო, არ ვიცი როგორ ურტყამდნენ, ამბობს, ეს არსად არ ჩანს. ყოველგვარი გამოძიების გარეშე ამ სასულიერო პირებს საშინლად ლანძღავს, ამბობს, რომ ესენი არიან ხულიგნები, გადაცმულები და კიდევ ადანაშაულებენ მათ სიმთვრალეში, ნასვამობაშიც კი არა, სიმთვრალე და რაღაცა…აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გუშინ იყო ამ მონასტრის დღესასწაული და მივიდნენ ისეთ დროს, რომ ეს დღესასწაული არ არის დამთავრებული. სავარაუდოდ ეს ბერები, წესია უბრალოდ, 6 ათასი გარეჯელი ბერის ხსენებაა წარმოიდგინეთ, სტუმრები არიან ჩამოსულები ალბათ, ეს არ არიან მარტო იმ მონასტერში მცხოვრები…ცხადია, რომ წირვის შემდეგ, აუცილებლად ტიპიკონით არის ესე, ტრაპეზი უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა იხმიონ აღდგომის დღესასწაულია და აუცილებლად უნდა მიიღონ ღვინო, უნდა დალიონ. აუცილებელია ეს ტიპიკონის მიხედვით, გესმით? რა თქმა უნდა, უნდა მოზომონ და არ უნდა დათვრეს სასულიერო პირი, ვემიჯნები ამას ყოველთვის, მაგრამ ნასვამი აუცილებლად იქნება, წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად "მთავარის" საყურადღებოდ და მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი აუცილებლად, იმიტომ რომ, რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის", -აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ნასვამი სასულიერო პირები და ადგილობრივები დავით გარეჯში, ივერი მელაშვილს და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა 'შაბათის მთავარისთვის" სიუჟეტს ამზადებდნენ.

თაგები:

Advertisement