Logo

წინასწარი მონაცემებით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში სროლებს 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 100-ზე მეტი

მსოფლიო
1522
Frontnews image description

წინასწარი მონაცემებით, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 100-ზე მეტი, – ინფორმაციას FSB საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში ცეცხლი ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე გახსნეს. სავარაუდოდ, საუბარია 2-3 შეიარაღებულ ნიღბიან მამაკაცზე. არსებული ინფორმაციით, მათ გაქცევა მოახერხეს.

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის ფაქტზე.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმი შტურმით შევიდა.

თაგები:

მოსკოვი
Advertisement