ციციშვილის კლინიკაში ერთ კვირაში 2 კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
ციციშვილის კლინიკაში ბოლო კვირაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ Front News-ს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვილი, რომელიც წუხელ გარდაიცვალა, კლინიკაში მძიმე მდგომარეობით ახალი წლის ღამეს შეიყვანეს.
“4 თვის ჩვილი კლინიკაში 31 დეკემბერს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შემოიყვანეს, მმართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას კომბინირებული, ურთულესი მანკი ჰქონდა, ბავშვი წუხელ გარდაიცვალა. ბოლო კვირაში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა, მეორე ბავშვი 31 დეკემბერს გარდაიცვალა, ის ახალშობილობის დროს შემოვიდა ჩვენთან და თვეზე მეტი აპარატზე იყო შეერთებული”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისი თქმით, ამ დროისათვის კლინიკაში 50 პაციენტია, მათ შორის 20 წევს რერანიმაციულ განყოფილებაში, რომელთაგან ერთია განსაკუთრებით საყურადღებო. ბავშვს კორონავირუსთან ერთად თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აქვს.
