
ავტორი
Front News საქართველო
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ექიმები მის მდგომარეობას თავიდანვე კრიტიკულად აფასებდნენ და კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გარდაცვლილი ჩვილი ალფა, ე.წ ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.
კლინიკაში რჩება კიდევ ორი ინფიცირებული ჩვილი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. მათგან ერთს ვირუსის ალფა შტამი დაუდასტურდა, მეორეს კი დელტა (ინდური).
8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ციციშვილის სახელობის კლინიკაში 3 ჩვილი მართვით სუნთქვაზე იყო.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს