ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე 7 პირია დაკავებული


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის 7 პირია დაკავებული.
ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს