ცნობილი ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
65 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი გარდაიცვალა.
როგორც კილმერის ოჯახმა განაცხადა, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა.
მსახიობს 2014 წელს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რისგანაც მოგვიანებით განიკურნა, თუმცა ტრაქეოტომიამ მას ხმის იოგები დაუზიანა, რის გამოც კილმერს მსახიობის კარიერის დასრულება მოუწია. ამის მიუხედავად, 2022 წელს, ტომ კრუზთან ერთად კვლავ გამოჩნდა „საუკეთესო მსროლელი: მევერიკის“ ბოლო ფილმში.
ველ კილმერი ცნობილია 1980-იან 90-იან წლებში მის მიერ შესრულებული არაერთი როლით. მათ შორის განასახიერა ლეგენდარული მუსიკოსი ჯიმ მორისონი „დორსში“, პარტნიორობა გაუწია რობერტ დე ნიროს და ალ პაჩინოს ფილმში „შერკინება“, ითამაშა მაიკლ კიტონთან ერთად ფილმში „ბეტმენი სამუდამოდ“. საერთო ჯამში, მის ფილმოგრაფიაში 100-ზე მეტი შესრულებული როლია.
თაგები:
ველ კილმერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს