
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფმზარეული უგემრიელესი ქართული კერძების პოპულარიზაციაში საქართველოს დაეხმარება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფმზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფმზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.
ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფმზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფმზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.
თაგები:
ტურისტები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს