ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბოლნისში 2 პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ი. და 1995 წელს დაბადებული ქ.ი. ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბ.ი.- მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი. - ს დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადგინეს, ხოლო ბ.ი. და ქ.ი. ბრალდებულების სახით დააკავეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
თავისუფლების უკანონო აღკვეთა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს