Logo

“ცოტა ხნის წინ გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს ქურდობას აბრალებდნენ, ახლა კი ერთად გვმოძღვრავენ”

საზოგადოება
1206
Frontnews image description

"ცოტა ხნის წინ ერთი მათგანი მეორეს აბრალებდა ქურდობას, 5 მილიონის გაფლანგვას, კორუფციასა და ნეპოტიზმს, ხოლო მეორე აბრალებდა პოლიტიკურ ზეწოლას, ეს იყო სვანიძე. ახლა კი, ეს ორი ადამიანი ერთად მოძღვრავს ყველას. რადგან ისინი შერიგდნენ, იმ 5 მილიონის გაფლანგვა და ნეპოტიზმი აღარ არსებობს? ეს შეკითხვა მაქვს" – ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ განაცხადა. 

მან ასევე გაიხსენა მოვლენები, თუ როგორ დაიწყო, მისი შეფასებით, დაპირისპირება რაგბის კავშირში.

"ქართულ რაგბიში დაპირისპირება არ არსებობდა. 2008 წლიდან 2015 წლამდე, ქართული რაგბის კავშირი სამჯერ აღიარეს წლის საუკეთესო სპორტულ ორგანიზაციად. მაგრამ სამწუხაროდ, ბატონმა აბუსერიძემ დაუმსახურებლად ისროლა ტალახი დამსახურებული პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის მისამართით. მაშინ დაიწყო სწორედ დაპირისპირება და განხეთქილება", – აღნიშნა ბაჩო ხურციძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

კავშირის თავმჯდომარის უკვე ჩატარებული არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე არ დაარეგისტრირა, მიზეზად კი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები დაასახელა. ირაკლი აბუსერიძეს ვადა 21 თებერვლამდე აქვს, მან საპასუხოდ საჩივარი შეიდანა საჯარო რეესტრში. ვიდრე ეს საკითხი გაირკვევა რაგბის კავშირმა 24 თებერვალს ხელახალი არჩევნები დანიშნა. პარალალურად, რაგბის კავშირის მიერ შესაძლო არამიზნობრივად დახარჯულ ბიუჯეტს სწავლობს პროკურატურა, დღეს გოჩა სვანაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

თაგები:

Advertisement