ცოტნე ანანიძე – 7 ნოემბერთან პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ!

ავტორი
Front News საქართველო
7 ნოემბრის მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“, დღეს, პრემიერი გამოდის და გმობს ძალადობას – პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ განაცხადა.
“7 ნოემბრის, არა დაშლის, არამედ მშვიდობიანი, მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“. დღეს, პრემიერი გამოდის, გმობს ძალადობას და აკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, რომ ყველაფერს იღონებს ხელისუფლება, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ!” – განაცხადა ცოტნე ანანიძემ “იმედის კვირაში“.
თაგები:
ცოტნე ანანიძე




