ცოტნე ანანიძე - აჭარაში 300-წლიანმა ოსმალურმა ასიმილაციამ ვერაფერი დააკლო ჩვენს ქართველობას, ინვესტიცია ვერ იქნება საფრთხე!

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ქვეყანას აღნიშნული ინვესტიცია არათუ საფრთხეს შეუქმნის, არამედ, პირიქით - გააძლიერებს.
„აჭარაში 300-წლიანმა ოსმალურმა ასიმილაციამ ვერაფერი დააკლო ჩვენს ქართველობას! ინვესტიცია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საფრთხე!“, - წერს ცოტნე ანანიძე.
თაგები:
ცოტნე ანანიძე




