
ავტორი
Front News საქართველო
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა “ქართული ოცნება”, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება და მოსახლეობის გადარჩენა.
“რომ არა ეს პარტია, რომელიც იყო შესაძლებლობა, ინსტრუმენტი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის მჩაგვრელი და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი, რისი ბევრი მცდელობაც იყო. და რომ არა ეს პარტია 2022 წელს, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება, შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს და მოსახლეობის გადარჩენა. ამიტომ, ჩვენი მიზანი, მათ შორის, ჩემი პერსონალური მიზანი, ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან, კოლეგებთან ერთად, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ყოველთვის იქნება ამ პოლიტიკური პარტიის გაძლიერება”, - განაცხადა ანანიძემ.
თაგები:
ცოტნე ანანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს