ცოტნე ანანიძე - გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოების ტრიბუნის გამოყენებას.
როგორც ანანიძემ განაცხადა, ბოიკოტი ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო.
"ოპოზიცია 2024 წლიდან არის თვითგანადგურების რეჟიმში. ცხადია, ბოიკოტიც ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო იმიტომ, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები, არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ თვითგანადგურების გზას ირჩევდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, ბოლოს 4 ოქტომბერი, რაც შეფასებების ნაწილში მგონი თვალნათელია და არის ცალსახა. რაც შეეხება ბოიკოტის შეწყვეტას - ეს არის მცდელობა, მოხდეს პოლიტიკური რეინკარნაცია, რომელიც ძალიან რთულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კონკრეტულად ამ პარტიამ გაიარა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
თაგები:
ცოტნე ანანიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


