Logo

ცოტნე ანანიძე - გახსოვდეთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელსაც თქვენი გეგმები ვერასდროს ამარცხებს

პოლიტიკა
435
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში სოფო ჯაფარიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, "ქართული ოცნება" ყოფილი თანაგუნდელებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს.

ანანიძე ჯაფარიძეს მიმართავს, რომ ახსოვდეთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელსაც მათი შიდა და გარე გეგმები ვერასდროს ამარცხებს.

"სოფო ჯაფარიძის განცხადება ოცნების ყოფილი წევრების შესახებ: გახსოვდეთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელსაც ვერც თქვენი შიდა და ვერც გარე გეგმები ვერასდროს ამარცხებს“, - წერს ცოტნე ანანიძე. 

Advertisement