ცოტნე ანანიძე - კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ “ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას ეხმაურება, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.
კალასის განცხადებაზე, რომ „მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს გათვლები შეცვალოს“ ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ მისი განცხადებები საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და მათი არჩევანის უპატივცემულობაა.
"კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ “ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა! მისი განცხადებები უპატივცემულობაა საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და მათი არჩევანის", - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ცოტნე ანანიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს