Logo

ცოტნე ანანიძე - კარგად იკითხება, რომ ეს არის ზელენსკის სანქცია ბრიტანული სახელით

პოლიტიკა
167
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების ფაქტს ეხმიანება.

"კარგად იკითხება, რომ ეს არის ზელენსკის სანქცია ბრიტანული სახელით.

"იმედისა“ და  „პოსტვის“  სანქცირება უკრაინის ომის მე-4 წლისთავზე, დასტურია იმისა, რომ ეს მედიასაშუალებები არ მიჰყვებიან გარედან თავსმოხვეულ დღის წესრიგს,“- წერს ცოტნე ანანიძე.

დღეს ცნობილი გახადა, რომ  დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები