ცოტნე ანანიძე - მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ

ავტორი
Front News საქართველო
კრიმინალ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა ფანტაზიის ნაყოფია, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
ანანიძის თქმით, რადიკალების მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ.
„კრიმინალ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა - ფანტაზიის ნაყოფია. მისი და რადიკალების მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, რაც ვერ შეძლეს. ახლა კი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ, ყველა მსგავსი მცდელობა იყო და იქნება ფუჭი", - წერს წერს ანანიძე.
თაგები:
ცოტნე ანანიძე




