ცოტნე ანანიძე - ოპოზიციური ერთობა იყო და არის საარჩევნო ფარსი


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ურთიერთბრალდების რეჟიმზე არიან გადასული.
მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს" და გახარიას პარტიის დაპირისპირების ფონზე, ნათელია, რომ ოპოზიციური ერთობა საარჩევნო ფარსია.
"რა ხდება ოპოზიციაში, სადაც მთავარი დაპირება კოალიციური მთავრობის ფორმირება იყო:
1. ნაცები ამბობენ, რომ ახლები გაურიგდნენ ოცნებას და გავიდნენ ნაცებიდან
2. ახლები ამბობენ, რომ ლელო და გახარია გაურიგდა ოცნებას და ამიტომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
3. ლელო და გახარია ამბობს, რომ ნაცებმა და ახლებმა უარი თქვეს ოცნებასთან ბრძოლაზე.
შესაბამისად, ოპოზიციური ერთობა იყო და არის საარჩევნო ფარსი", - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ცოტნე ანანიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს