ცოტნე ანანიძე - რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას ეხმიანება, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
ანანიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც გამჭვირვალობის კანონსაც აკრიტიკებდა, ახლა კი, თავად შექმნეს მსგავსი რეესტრი.
“ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა, რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ - მათ შორის გამჭვირვალობის კანონის გამო. ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი. "რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს".
რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!” - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ცოტნე ანანიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


