ცოტნე ანანიძე - სააკაშვილის პოლიტიკური სიურპრიზის ეფექტი მკვდარია

ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილის პოლიტიკური სიურპრიზის ეფექტი მკვდარია,- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას - "მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში“.
ცოტნე ანანიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ქარიზმას სრული დევალვაცია აქვს.
“სააკაშვილის პოლიტიკური სიურპრიზის ეფექტი მკვდარია. არაჟანთან შემოპარვას, არა თუ რევოლუცია, საგრძნობი მღელვარებაც კი არ გამოუწვევია საზოგადოებაში. სააკაშვილის ქარიზმას აქვს სრული დევალვაცია”, - წერს ცოტნე ანანიძე.
თაგები:
ცოტნე ანანიძე




