ცოტნე ანანიძე - საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს, ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უნგრეთის არჩევნებს და მის შედეგებს ეხმიანება.
ანანიძის თქმით, მოცემულობას, რომ საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს, ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის.
“მორიგი პოლიტიკური გაკვეთილი უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის: ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის. რეალობა კი ის არის, რომ საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს — ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის", - წერს ანანიძე.
თაგები:
ცოტნე ანანიძე




