Logo

ცოტნე ანანიძე - უნდა ვხედავდეთ, რომ სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას

პოლიტიკა
162
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ყველა უნდა ხედავდეს, რომ სამეზობლოში მორიგი ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, ჩვენი ქვეყანა მაინც ინარჩუნებს მშვიდობას.

"პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ: სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო საერთაშორისო სამართლის დაცვით ინარჩუნებს  მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა", - წერს ანანიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები