
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება.
ანანიძე სააკაშვილს ურჩევს, ოცნებას მოეშვას, რადგან მთავრობაში ვერ დაბრუნდება.
"ორივე შეუქცევადი წარსულია: ვერც 16 წლის გახდები და ვერც მთავრობაში დაბრუნდები – მოეშვი ოცნებას", - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
"ავსტრალიაში და ბრიტანეთში აკრძალეს 16 წლამდე ბავშვების სოციალურ ქსელებში შესვლა. დამტკიცებულია, რომ სოცქსელების გამო ბავშვებს გაბნეული აქვთ ყურადღება, ვეღარ ასრულებენ საშინაო დავალებებს და უფრო მეტიც, ბევრი შემთხვევა ყოფილა ბავშვების თვითმკვლელობის.
საქართველოში დიქტატურა კრძალავს უფროსების სოცქსელებში აქტიურობას. ამათ როგორც კი მოვაშორებთ, სხვა საქმეებთან ერთად უნდა მოვხსნათ ზრდასრულთათვის აკრძალვები და ასევე მივმართოთ ანგლოსაქსების მაგალითს და ჩავუკეტოთ ბავშვებს სოცქსელები, დავიცვათ მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
ცოტნე ანანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს