ცოტნე ივანიშვილი - აზრთა სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე, ჭეშმარიტება, მთავარია, ადამიანებს აკავშირებდეს საერთო ღირებულებები

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. შეძლებისდაგვარად, მეც ვცდილობ, ყველა შეხვედრას დავესწრო. დღეს დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რა ფორმით ხედავდა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დიალოგის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც საქართველოს შემოვლას დაასრულებდნენ. აღნიშნეს, რომ არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას, რაც ძალიან გამიხარდა, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცოტნე ივანიშვილის თქმით, დიალოგს და საერთო ღირებულებების ირგვლივ მსჯელობას ალტერნატივა არ აქვს.
„რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ, ზოგადად, ძალიან დაკანონდა ჩვენს ქვეყანაში იარლიყების მიკერება ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით და დიალოგი არის ლოგიკა, აზრთა სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე, ჭეშმარიტება. მყავს მეგობრები, რომლებთანაც ბევრ თემასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ ყოველთვის ვმსჯელობთ, ვუსმენთ ერთმანეთს. მთავარია, ადამიანებს აკავშირებდეს საერთო ღირებულებები, საერთო ძვირფასი იდეები, როგორიც შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული. ამის შემდეგ, მართლა რადიკალურად შეიძლება, განსხვავდებოდეს მათი აზრი, მაგრამ უნდა იმსჯელონ ერთმანეთში, ისაუბრონ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფორმატი ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირ სახეს იღებს. დღევანდელი შეხვედრაც ზუსტად ამის დემონსტრაცია იყო“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
თაგები:
ცოტნე ივანიშვილი




