ცოტნე ივანიშვილი - ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი

ავტორი
Front News საქართველო
მე პირადად, მართლა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მგონია, რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციიდან, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა. კარგი პასუხებიც იყო, კარგი შეკითხვებიც იყო. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ბევრი თემა ჩაიწერეს ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა და დარწმუნებული ვარ, რომ გულით და ღირსებით მოეკიდებიან თითოეულ გამოწვევას, თითოეულ პრობლემას და მაქსიმალურად ეცდებიან, გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს.
მე მართლა ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორმატი გაჩნდა და იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ, ეკამათონ ერთმანეთს. სიამოვნებით დავესწრებოდი აბსოლუტურად ყველა შეხვედრას. უბრალოდ, საქართველოში სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ ყოფნას, თორემ აუცილებლად ყველა რეგიონს ვესტუმრებოდი და თუ სადმე შევძლებ, რომ დავესწრო, მეც პირადად აუცილებლად ვეცდები, ყველა შეხვედრაზე ვიყო“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
თაგები:
ცოტნე ივანიშვილი




