ცოტნე კობერიძე – აქციის მონაწილეები სინდისის ხმით მოძრაობენ და ეს ხმა თუ ჩაჩუმდა, ქვეყნის სინდისის ხმა იქნება ჩამხრჩვალი


ავტორი
Front News საქართველო
აქციის მონაწილეები სინდისის ხმით მოძრაობენ და ეს ხმა თუ ჩაჩუმდა, ქვეყნის სინდისის ხმა იქნება ჩამხრჩვალი, რომელშიც ცხოვრება არავის ენდომება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც სცემეს, შეურაცხყოფილი არიან ხელისუფლებისგან.
“მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს და უფრო კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული კონკრეტული ტიპის ნაბიჯები – როგორ წარმოგვიდგენია, ახალი არჩევნები, ამის პროცედურული ფორმა როგორ წარმოგვიდგენია, რა ნაბიჯები იდგმება ამ მხრივ და ეს პოლიტიკური სპექტრი ამ ყველაფერს უნდა მანახებდეს.
ამ პროცესებში კიდევ სხვა პრობლემები წარმოიშვა. ადამიანები სცემეს, ამიტომ ამაზე პასუხებია გასაცემი. რაც არ უნდა ადამიანი დაამშვიდო, რომ შარლ მიშელი ყველაფერს დაალაგებს, ეს მას არ აინტერესებს. ის ადამიანი არის შეურაცხყოფილი. მასთან მიმართებით არის ხელისუფლება დამნაშავე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, აქციის მონაწილეები სინდისის ხმით მოძრაობენ და ეს ხმა თუ ჩაჩუმდა, ქვეყნის სინდისის ხმა იქნება ჩამხრჩვალი, რომელშიც ცხოვრება არავის ენდომება”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
თაგები:
ცოტნე კობერიძე

ნიკა გვარამია – თუ ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს, საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება ვერც ერთი ნაბიჯით

მეუფე ნიკოლოზი – თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქნება შინა პატიმრობაში, ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება ხელისუფლებისთვის

მამუკა მდინარაძე – ცდილობენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს დაიბრალონ და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს