ცოტნე კობერიძე – მე უკვე მგონია, რომ ერთობა ასე არ გამოვა, ამიტომ უნდა გადავეწყოთ

ავტორი
Front News საქართველო
არსებობს ორი გზა – ან ხელისუფლებას ისე არყევ, როგორც დეკემბერში, ან ოპოზიციას ჰქონდეს ისეთი ტიპის კამპანია, რომ ბიძინა ივანიშვილს დაღმავალი პოპულარობა ჰქონდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთობა არსებული სტილით არ გამოვა.
“ბევრ ნაწილზე რაც არ უნდა სკეპტიკურად შეიძლება ვიყო განწყობილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მე მაინც გულშემატკივარი ვრჩები, რომ 31-ში ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდეს.
რაც შეეხება ერთობას, მე უკვე მგონია, რომ ერთობა ასე არ გამოვა, ამიტომ უნდა გადავეწყოთ, რომ ჩვენ გვყავდეს ჩვენი ამომრჩეველი, რომელსაც მოეწონები ძალიან.
სულ ვამბობ, არსებობს ორი გზა – ან ხელისუფლებას ისე არყევ, როგორც დეკემბერში, ან ოპოზიციას ჰქონდეს ისეთი ტიპის კამპანია, რომ ბიძინა ივანიშვილს დაღმავალი და შენ აღმავალი პოპულარული გქონდეს”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
თაგები:
ცოტნე კობერიძე




