ცოტნე კობერიძე – სალომე ზურაბიშვილი ყველას უნდა გვესაუბროს, ყველას უნდა ხვდებოდეს


ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი ყველას უნდა გვესაუბროს, ყველას უნდა ხვდებოდეს, საღამოს ბრიფინგებიდან კი არა. მიმდინარე უნდა იყოს პროცესი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე მდგომმა ხალხმა უნდა დაინახოს, თუ რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს მათ გვერდით.
“მე, როცა კომუნიკაციის პრობლემაზე ვსაუბრობ, ვამბობ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას უნდა გვესაუბროს, ყველას უნდა ხვდებოდეს საღამოს, ბრიფინგებიდან კი არა. მიმდინარე უნდა იყოს პროცესი. ყოველ დღე ადამიანი ქუჩაში, რომ დგას, რა მიმდინარე პოლიტიკური მდინარე მიდის მის გვერდზე, ამას უნდა გრძნობდეს, თუ გვინდა, რომ ხალხი მრავლდებოდეს და სიმხნევე ჰქონდეთ, თუ არა და ეს გაჩერდება. ჩემი პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილიც იყოს აქციებზე”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
თაგები:
ცოტნე კობერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს