
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის წინააღმდეგ აქციები მათ მიერ არ არის წახალისებული.
სუბარის თქმით, ზოგადად, ქმედება იწვევს უკუქმედებას და ადეკვატურად მოქმედების შემთხვევაში, პასუხიც ასეთივე იქნება.
"ჩემთვის მიუღებელია ადამიანებს რომ ცოცხებით აუპატიურებდნენ და ციხეში კლავდნენ. თუ არ ვცდები, ნიუტონის მესამე კანონია, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას. მარტო ფიზიკასა და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ეს აქციები არ არის ჩვენგან წახალისებული. ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს მათ და შეახსენებს… არ მითქვამს, მისაღები და მიუღებელი, მე ამას არ ვახალისებ. ქმედება იწვევს უკუქმედებას, თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხიც ასეთივე იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს