
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების მიმდინარეობას ეცნობა.
მერმა სოფელ ოფშკვითის ცენტრში სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
დაგეგმილია შადრევნის და საბავშვო სივრცის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება.
"უკვე დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები, მიმდინარეობს ბილიკების მოწყობა. ჩვენთვის პრიორიტეტულია სამუშაოების შესრულების მაღალი ხარისხი“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ოფშკვითში, სკვერის მოწყობის პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს