
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გია კვასტიანთან ერთად, სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ძეგლის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
მერმა გენადი ბალანჩივაძემ იდეის ავტორს, სკოლის კურსდამთავრებულს, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორს, თემურ ჩეჩელაშვილს და ქანდაკების ავტორს გიორგი კიკვაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძეგლის დადგმა მასწავლებლის ღვაწლისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
პედაგოგიურ საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებს და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა სვანაძემ და სკოლის პედაგოგებმა.
ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი წარმოადგინეს.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს