წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ოფურჩხეთში საახალწლო ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან და პარლამენტში სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის დელეგატ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, სოფელ ოფურჩხეთში საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში მაღალმთიანი სოფლების სკოლებისა და ბაღის ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა)იპ „საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ და სკოლების მოსწავლეებს საახალწლო ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.
თაგები:
წყალტუბო




