წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ხელბურთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა ხელბურთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
გია კვასტიანმა ტურნირის მონაწილეებს ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
წყალტუბოელ ხელბურთელს ლუკა სინაურიძეს სპეციალური პრიზი გადასცა როინ მეტრეველის ქალიშვილმა ნათია მეტრეველმა.
წყალტუბოში როინ მეტრეველის სახელობის საერთაშორისო ხელბურთის ტურნირში 13 გუნდი მონაწილეობდა. გოგონათა შორის პირველ ადგილზე ბათუმის, მეორეზე - გორის, ხოლო მესამეზე სამტრედიის ხელბურთის გუნდი გავიდა. ვაჟებს შორის ფინალური შეხვედრა გაიმართა ქალაქ კიშინოვის და ქალაქ წყალტუბოს გუნდებს შორის. ტურნირის გამარჯვებული მოლდაველი ხელბურთელები გახდნენ, მეორე და მესამე ადგილები წყალტუბოსა და სამტრედიის გუნდებმა დაიკავეს.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები, დიპლომები და თასები გადაეცათ.
ტურნირი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
თაგები:
წყალტუბო




