Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში სერგეი მესხის 180 წლის იუბილე აღინიშნა

რეგიონები
59
Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის სერგეი მესხის 180 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო ღონისძიება ა(ა)იპ „წყალტუბოს კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

სერგეი მესხის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, გაზეთ „დროების“ რედაქტორობის პერიოდზე, მის პუბლიცისტიკაზე და ჟურნალისტურ საქმიანობაზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ია კუხალაშვილმა და სერგეი მესხის პრემიის ჯილდოს მფლობელმა, ჟურნალისტმა მურთაზ კანკაძემ ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სერგეი მესხის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

 

თაგები:

წყალტუბო
Advertisement