
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მინი სპორტული მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს.
სპორტული მოედანი ეწყობა უკანეთში, ქვედა ქვიტირში მუხიანსა და ზედა მესხეთში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერა.
დასრულების ფაზაშია სოფელ ქვედა ქვიტირში მინი სტადიონის მშენებლობა, სტადიონის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს დანარჩენ სოფლებში.
ზედა მესხეთში ასევე მოეწყო გასახდელი შენობა, გალამაზდა სკვერი, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, აშენდა ახალი მოსაცდელი.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ განაცხადა, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, პროექტის მიხედვით, თანამედროვე ტიპის ხელოვნურსაფარიანი მოედანზე დამონტაჟდება უმაღლესი ხარისხის ლედგანათება, მოეწყობა მცირე ზომის ტრიბუნები. ყველა დაგეგმილი პროექტი დათქმულ ვადებში განხორციელდება.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს