Logo

წყალტუბოში ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა

რეგიონები
56
Frontnews image description

წყალტუბოში ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.

15 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი დაირეკა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში გამართულ ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია კვასტიანი ესწრებოდნენ. მათ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებში 500-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო სასწავლო წიგნებითა და ნოუთბუქებით. სოციალურად დაუცველ პირველკლასელთა ოჯახებს კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.

ახალი სასწავლო წელი არის ახალი შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და წარმატებების დასაწყისი. ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს მუდმივად ჰქონდეთ შემეცნების, სწავლის, განვითარების სურვილი, რადგან მხოლოდ განათლებული და გონიერი თაობა არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement