წყალტუბოში ეკო ბანაკი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის – Smart4Rural“ ფარგლებში საზაფხულო ეკო ბანაკი გაიხსნა. ბანაკში მონაწილეობენ ახალგაზრდები საქართველოდან, რუმინეთიდან და მოლდოვიდან.
ბანაკის გახსნისას პროექტის მიზნებსა და ეკოაქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკაიამ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის უფროსი დავით გეგეჭკორი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს გარემოსდაცვით პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.
მონაწილეებმა მოლდოვის ქალაქ უნგენიდან და რუმინეთის ქალაქ გალაციდან წარმოადგინეს პრეზენტაციები ადგილობრივ ეკოინიციატივებზე. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები ურბანული და სოფლის თემებისთვის ჭკვიანი და მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე ახალგაზრდებისთვის შექმნილი ქსელური და შემეცნებითი სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და გუნდური მუშაობის განვითარებას.
ბანაკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია "იდეათონის" ჩატარება, რომლის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ კრეატიული და სმარტ-ეკოინოვაციური პროექტები. ეკო ბანაკში 18 მონაწილე 5 დღეს გაატარებს.
პროექტი Smart4Rural დაფინანსებულია ევროკავშირის INTERREG VI-B „შავი ზღვის აუზის ქვეყნების NEXT პროგრამის“ ფარგლებში და მას ოთხი ქვეყანა – საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა და თურქეთი ერთობლივად ახორციელებს.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს