Logo

წყალტუბოში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რეგიონები
144
Frontnews image description

წყალტუბოში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წყალტუბოელებს ახალი, 2026 წელი მიულოცა.

"ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც ყველას მომავლის რწმენით გვავსებს, ნაძვის ხის ანთება კი სურვილების ჩაფიქრებას უკავშირდება. მოდით, ვუსურვოთ ჩვენს სამშობლოს მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და წინსვლა; ჩვენს ხალხს – ჯანმრთელობა, მხნეობა, დღეგრძელობა და წარმატებები. გავუზიაროთ ერთმანეთს სიკეთე და სიყვარული, ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაზე. დაე, ახალი 2026 წელი იყოს სიკეთის, წინსვლისა და მშვიდობის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის!“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მოადგილეები: ნესტორ აფხაძე, სერგო კირკიტაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მოადგილე გია კვასტიანი.

თოვლის ბაბუამ ბავშვებთან ერთად საზეიმოდ აანთო საახალწლო ნაძვის ხე.

კონცერტი „მრავალჟამიერით“ გახსნა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ნადურმა“. ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის სამუსიკო სკოლისა და ქალაქის №1 საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდის მონაწილეობით შესრულდა საშობაო სიმღერა.

კონცერტი გაგრძელდა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. სცენაზე საახალწლო ნომრებით წარდგნენ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ვოკალური ჯგუფი „ოცნება“ და საესტრადო-სამეჯლისო თეატრალური სტუდიები – „ცისარტყელა“ და „ბესთ ვოისი“.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები