Logo

წყალტუბოში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

რეგიონები
57
Frontnews image description

წყალტუბოს თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის კამერულ შემადგენლობასთან ერთად შეასრულეს ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე, ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და მსახიობმა შალვა აბაშიძემ ქართული პოეზიის გამორჩეული ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

კლასიკური მუსიკის საღამო ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მდიდარი ტრადიციების მქონე წყალტუბოს სამუსიკო სკოლის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement