Logo

წყალტუბოში რამდენიმე ლოკაციაზე რეკრეაციული ზონების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონები
34
Frontnews image description

ქალაქ წყალტუბოში რამდენიმე ლოკაციაზე რეკრეაციული ზონების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს სამუშაოების ხარისხზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.

სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ევდოშვილის ქუჩაზე, ე.წ. „კუჭის წყაროს“ მიმდებარედ. ასევე, შემდგომ ეტაპზე განხორციელდება წყარომდე მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია.

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს თამარ მეფისა და ბესიკის ქუჩებზე, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონების მშენებლობა ხორციელდება.

„მოქალაქეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება და სამუშაოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

აღნიშნული პროექტები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement