
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში ხელბურთში როინ მეტრეველის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი როინ მეტრეველის სახელობის ხელბურთის საერთაშორისო ტურნირის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
გია კვასტიანმა მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და ა(ა)იპ წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების ხელბურთის კლუბს.
ტურნირში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის - გორის, ქუთაისის, სამტრედიის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ზუგდიდისა და წყალტუბოს გუნდები, ასევე მოლდაველი ხელბურთელები მონაწილეობენ.
როინ მეტრეველის სახელობის საერთაშორისო ტურნირი წყალტუბოში ათ წელზე მეტია, იმართება. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცემათ, გამარჯვებული გუნდი კი, როინ მეტრეველის ოჯახის მიერ დაწესებულ საპატიო ჯილდოს მიიღებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე. ჩემპიონატს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება როინ მეტრეველის ქალიშვილი ნათია მეტრეველი.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს