წყალტუბოში საახალწლო სოფელი გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა და საახალწლო სოფელი გაიხსნა.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში საბავშვო აქტივობები და ზღაპრის გმირების წარმოდგენები გაიმართა. ღონისძიებების პატარა სტუმრები ტრადიციულად თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა. სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებში კი ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ვოკალური ჯგუფის „ოცნების“, საესტრადო-სამეჯლისო თეატრალური სტუდიების – "ცისარტყელას“ და „ბესთ ვოისის“ პატარა შემსრულებლები.
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა სადღესასწაულო განწყობა შექმნეს ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: სოფო ბედიამ, თემურ თათარაშვილმა, მაია ჯაბუამ, ელენე ფოჩხუამ, ლადო ჯანელიძემ, ტატო გოდერძიშვილმა, ნინუცა ბედიაშვილმა, ნათია პერანიძემ, ლიკა დოლიძემ ბორის ბედიამ და Like ბენდმა.
"ახალი წლის დღეები" მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.
თაგები:
წყალტუბო




