წყალტუბოში საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა ღონისძიება "ბოლო ზარი 2025" გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა ღონისძიება "ბოლო ზარი 2025" გაიმართა, რომელშიც 10 საჯარო სკოლის 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები მაყურებელთა წინაშე ინდივიდუალური საკონცერტო ნომრებით წარდგნენ. საღამოს მეორე ნაწილი მუსიკალური ჯგუფის "ელის ბენდის"კონცერტს დაეთმო. "ბოლო ზარი 2025" დიჯეი დავიდ სივამ დაასრულა.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს