წყალტუბოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია "მე ქართველი ვარ.“ მოეწყო თემატური გამოფენა.
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე გვახსენებს წარსულს, დაგროვილ გამოცდილებასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც დღესაც გვაერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მაღლაკში გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების: „ივერიისა“ და „ნადურის“ საზეიმო კონცერტით დასრულდება.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს